ზუგდიდიდს ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სუსის შენობიდან ჟურნალისტებს გაეპარა
ზუგდიდიდს ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სუსის შენობიდან ჟურნალისტებს გაეპარა. ვიდეოჩანაწერი facebook-ის საკუთარ გვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დადო.
“დღეს საღამოს თითქმის ყველა მედიასაშუალებამ, რომელიც ელოდებოდა ზუგდიდის მერის მოადგილის, გია გულორდავას დაკითხვიდან გამოსვლას, გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი სუს-მა შენობიდან “გააპარა”.
დავინტერესდი ამ საკითხით და ეს არის კადრები, თუ როგორ ტოვებს ეს ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას 17 საათზე და 35 წუთზე,
იმავე გასასვლელით, საიდანაც შემოვიდა.
P.S. მეც ვყოფილვარ ჟურნალისტი და მეც გამპარვია რესპოდენტის გამოსვლის მომენტი”,-წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.




