გუბერნატორის პრეს-სამსახურის თანამდებობა ვაკანტურია – ჰქონდა თუ არა შეთავაზება ლიკა ქვარცხავას?

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრეს-სამსახურის უფროსის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობაზე გუბერნატორს უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
რეგიონში ვრცელდება ხმები, რომ გუბერნატორის პრეს სამსახურის უფროსის თანამდებობასსოფელ რუხის რწმუნებული ლიკა ქვარცხავა დაიკავებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა თავად ქვარცხავამ. მისი განცხადებით, ის ქვეყნის დატოვებას გეგმავს და არ აპირებს საჯარო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას.
“მე დიდი ხანია ქვეყნის დატოვება მაქვს გადაწყვეტილი და ამის შესახებ ჩემმა მეგობრებმაც იციან. ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას და იქაც უკვე მელოდებიან. ასე, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. მეც მსმენია ამის შესახებ, სხვებისგან გავიგე, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ჩემთან კონსულტაციებიც კი არ ყოფილა”,-განაცხადა STV-თან სატელეფონო საუბრისას ლიკა ქვარცხავამ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრეს-სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პაატა ლაგვილავამ, რის შემდეგაც აღნიშნუილ თანამდებობაზე ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ლევან სულაშვილი დაინიშნა.
ლევან სულაშვილმა დაკავებული თანამდებობა დანიშნვიდან 2 დღეში დატოვა. მას შემდეგ გუბერნატორის პრეს სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია.




