სალომე ზურაბიშვილი ხვალ ზუგდიდელ მხარდამჭერებს შეხვდება

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ 15:00 საათზე ზუგდიდელ მხარდამჭერებს ქალაქის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლასთან შეხვდება. როგორც STV-მ საკუთარი წყაროებიდან გაარკვია ზურაბიშვილი ზუგდიდში იმ ხელმოწერებს აგროვებს, რომელიც ცესკოში წარსადგენად არის საჭირო.
წყაროს ცნობით, მხარდამჭერებს შორის ცნობილი სახეებიც იქნებია, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად უჭერენ მხარს.




