დღეს ზუგდიდში აჯიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე საუკეთესო აჯიკის და სხვა ქართული პროდუქტების გამოსავლენად საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. კონკურსში ერთმანეთს, როგორც სვანეთის, სამეგრელოს, იმერეთი და კახეთის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან.
მათ მიერ მომზადებულ აჯიკას კი სპეციალური ჟიური შეაფასებს. ღონისძიების ორგანიზატორის ინფორმაციით, წლევანდელი კონკურსის ნომინაციებია: წითელი აჯიკა, მწვანე აჯიკა, საწებელი, სვანური მარილი,ინოვაციური პროდუქტი აჯიკით და ტყემალი.
მათივე თქმით, კონკურსის გამარჯვებულის რეცეპტით დამზადებული და შეფუთული პროდუქტი 1 წლის განმავლობაში გაიყიდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მოხდება მისი საზღვარგარეთ იმპორტირება.
გარდა ამისა, ამავე კონკურსზე, საქართველოს პირველად, გამოვლინდება საუკეთესო გარე-კვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა წარმოადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ ,,სტრით-ფუდ” ფესტივალზე და ევროპის თასისთვის იასპარეზოს.
ღონისძიების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფესტივალები მათ პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარებათ.
ღონისძიების ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია ,,სუნელი”, რომელიც ქართველებმა რამდენიმე წლის წინ ინგლისში დააფუძნეს.




