გუბერნატორს მერების არ სჯერა? -ალექსანდრე მოწერელია ჟურნალისტებს თანამშრომლობას სთავაზობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ჟურნალისტებს თანამშრომლებას სთავაზობს. მისი განცხადებით მედია ხშირად კონტაქტობს ხალხთან და კარგად იციან ის პრობლემებიც, რაც ადგილზე არსებობს. მედიისგან განსხვავებით კი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მხოლოდ განხორციელებულ, ე.წ წარმატებულ პროექტებზე საუბრობენ და რეალურ, გვერდით პრობლემებს ცენტრს უმალავენ.
“მე გთავაზობთ თანამშრომლობას. მინდა ყველა იმ პრობლემის შესახებ ჩამაყენოთ საქმის კურსში, რაც ადგილზე არსებობს”-განუცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებს, რომლებიც ძირითადად რეგიონის მასშტაბით მუშაობენ.
“მოდიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ თურმე სადღაც დასრულდა სტადიონის მშენებლობა და რომ თურმე მანდ კარგად თამაშობენ ფეხბურთს. ის თემა, რომ იგივე ადგილას მოსახლეობას არ აქვს ხიდი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები (უფრო მნიშვნელოვანი) არ არის განხორციელებული, ამაზე არაფერს ამბობენ. აი, სწორედ ამ მიმართულებით მინდა თქვენთან ვითანამშრომლო. ამით ჩვენ მხოლოდ კარგ საქმეებს გავაკეთებთ ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის”,-განაცხადა გუშინ, ჟურნალისტებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
მსგავსი სიახლეები

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს


