უშგულში 25 წლის ახალგაზრდა კოშკიდან ჩამოვარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში 25 წლის ახალგაზრდა კოშკიდან ჩამოვარდა.ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში stv-ს განუცხადეს, ვეტრმფრენი უკვე გაფრინდა და დაშავებულს თბილისში გადმოიყვანენ.




