სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ზუგდიდში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ხელმძღვანელმა ცაბუნია ვართაგავამ და მოქალაქე აქტივისტმა როსტო ზარანდიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩამოსვლა გააპროტესტეს. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: „არ შეეგუო ოკუპაციას“, „სალომე აქ ვერ გათხრი“, „ბარს არ მოგცემ“.
აქციის მონაწილეებს პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მხარდამჭერი პოეტი ლია ნაროუშვილი დაუპირისპირდა და მათ ქვეყნის სირცხვილი უწოდა. ნაროუშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია და ის საქართველოს მომავალს შეუქმნის. მან ჟურნალსტებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი უმეტესობა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგი იყო და მხარს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს უჭერდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ჩამოვიდა, ის ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს გაესაუბრა.


