სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის ფასი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.62 ლარამდე გაიზარდა.
კომერციულ ბანკებში ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობაა უფრო დიდია და 1 დოლარის ღირებულება 2.65-2.66-ლარამადე მერყეობს.
ეროვნული ბანკის 10 აგვისტოს დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.53 ღირდა. ახალი ოფიციალური კურსი 17 საათისთვის გამოქვეყნდება.




