პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა

საქართველოს პროკურატურა გერმანიისა და ბელგიისაგან, ზურაბ ადეიშვილის დაკავებასა და ექსტრადირებას მოითხოვს. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.
„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. „აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
მსგავსი სიახლეები

ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტარებს მიმართა: თქვენ მიერ წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაიდანის სტილში ესკალაციისა და პროვოკაციების მიზნით

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად


