„მემუქრებოდნენ გაუპატიურებით ….“ – რა კავშირშია არქანიას წამებასთან ეროვნული გვარდიის ახლადდანიშნული უფროსის მოადგილე?!

“თუ იმ დროისთვის მოსალოდნელ საფრთხეს არ და ვერ ვგრძნობდით, ახლა უკვე საფუძვლიანად გვეშინია,”- ასე გამოეხმაურა გლდანის #8 საპყრობილის ყოფილი პატიმრის მალხაზ არქანიას ოჯახი კობა ახვლედიანის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ დანიშვნას. ყოფილი პატიმარი მედიასაშუალებებთან კომენტარს არ აკეთებს, მიზეზად კი მისი ახლო გარემოცვა იმ პირების დაწინაურებას ასახელებს, რომლებიც მის წამებასა და არაადამიანურ მოპყობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
უკანასკნელმა ფაქტმა არქანიას შიშები გაუმძაფრა და ვარაუდობს რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებშიც ყოფილი პატიმარი დაუცველია.
ყველაფერი კი ასე დაიწყო – ადვოკატ ლექსო არქანიას განცხადებით, 2011 წელს მალხაზ არქანიას ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლება ნარკოტიკი ჩაუდეს და სასტიკად აწამეს, ზუგდიდის სასამართლომ მას 7 წლით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
“უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მალხაზ არქანია ჯერ ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეგის ქარდავას ბრძანებითა და უშუალო მონაწილეობით სასტიკად იქნა ნაწამები (არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი) შემდეგ კი 2011 წლის მაისის თვეში მეგისი ქარდავას ბრძანებით გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში (გლდანის ციხე), სადაც მეგისი ქარდავას ბრძანებითა და უშუალო მონაწილეობით გამოძიებით დადგენილ თუ დაუდგენელ პირებთან ერთად წელიწადი და 3 თვის განმავლობაში პერიოდულად სასტკი მეთოდებით აწამეს.
მეგის ქარდავას, ოლეგი ფაცაციასა, ყაჭეიშვილის, ლაშა ყოლბაიას, ალექსანდრე მუხაძე, ახვლედიანი და სხვა პირები ამ ადამიანს პერიოდულად ყოველი დღე წამების, არაადამიანური მოპყრობის პირობებში უწევდა ყოფნა (ცნობისათვის დაკავებისას მალხაზ არქანია 140 კგ წონის იყო წელიწად და 3 თვის შემდგომ განთავისუფლებისას 60 კგ წონის გამოვიდა),”-აცხადებს ადვოკატი.
“მცემენ, ჩემს დაწერილ ჩვენებას მაჭმევენ და გაუპატიურებით მემუქრებიან, თუ არ ვაღიარებ 2008-2010 წლებში, დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას” – ამის შესახებ თავად პატიმარი წერს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, რომელიც 2011 წლის 22 ივნისითაა დათარიღებული.
ნაწყვეტები ჩვენებიდან: “2011 წლის 19 მაისს გადმომიყვანეს #8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს, დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.
ჩაყვანის დროს მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა, დამემახსოვრებინა და მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იგივეს მიზამდნენ…”
(წყარო „გურია ნიუსი“)
მალხაზ არქანიას ჩვენებიდან: “ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. რომ შემიყვანეს, ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა. მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს მიჰყვებოდა, იმან ძალით შემაჭამა ქაღალდი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ _ “მოვტყ…., მაგის დედა ვატირე!”
ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იხსენება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩაეხადათ შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს _ “წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვ… უნდა მოვ…”.
უცბად, გაიღო “კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და მიღებდნენ სურათს. ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა “ჯერ პირში მივც.. და მოვ…”
(წყარო: „გურია ნიუსი)
“კობა ახვლედიანი არის ის პირი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ ბანდფორმირებების ჩამოყალიბებასა და ეგრედწოდებული ,,ნებაყოფლობითი რეზერვის” (სახალხო ლაშქარი) საფარქვეშ 2012 წლის არჩევნების წინ სამეგრელოში ადამიანების დაშინებასა და ტერორში. სწორედ ამ ტერორში ვამხელდი მაშინ ჩემ მეგობრებთან ერთად ახალაიებს და მათ ზონდერებს.
ჩემმა გუშინდელმა ფეისბუქპოსტმა ახვლედიანის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის წყენა გამოიწვია. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი თავდაცვის მინისტრი იზორია მაშინდელ ჩემ აქტივობას და მხილების კამპანიას მხარს უჭერდა და თანაუგრძნობდა”-წერს სოციალურ ქსელში “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.
თავად, ეროვნული გვარდიის უფროსის ახლადდანიშნული მოადგილე კობა ახვლედიანი ამბობს, რომ მალხაზ არქანიას არ იცნობს და შესაბამისად, მის წამებასა თუ არადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობას უარყოფს.
რაც შეეხება გამოძიებას, იკვეთება თუ არა არქანიას საქმეში ახვლედიანის მონაწილეობა ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალური უწყებები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებენ.
(STV აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ)



