მერაბ ქვარაია: 7 ნოემბერს არ დაივიწყებს ქართველი ხალხი

პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებ, რომ 7 ნოემბერს არასოდეს დაივიწყებს ქართველი ხალხი.
,,მეხსიერება ბევრ რამეს ინახავს, მათ შორის 7 ნოემბერს…ხელისუფლების მხრიდან შიშის დანერგვის, უიმედობის, დაუცველობის, უძლეველობის დემონსტრირების საშინელ პერიოდს – ეს იყო წარმოუდგენელი რამ, რასაც ვერც გადმოსცემ თუ გულში არ გაატარე და არ არის გასაკვირი, რომ ვერ ივიწყებს და არც დაივიწყებს ქართველი ხალხი, არც შეიძლება… ვერც ავხსნი, რას ვგრძნობდით უუფლებოდ ბორკილდადებულები, როცა ამ ყველაფერს ვადევნებდით თვალყურს, ხშირად ირეალურ, ილუზიურ სამყაროში გვეგონა თავი, არც გვეჯერა, რომ ეს ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა… ძალაუფლება სახიფათო რამეა, ის უმწიფარ და სადიზმის მატარებელ ადამიანებს არ უნდა ჩაუვარდეთ ხელში… ეს საქართველოში არასდროს, არასდროს არ უნდა განმეორდეს, ა რ ა ს დ რ ო ს !!!”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.”
მსგავსი სიახლეები

მერაბ ქვარაია – ბოტანიკურ ბაღში შესვლის პრობლემა არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას

მერაბ ქვარაია – რამდენი ტალახიც არ უნდა მოზილონ, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია !


