ლუკა ჩხეტიას მამა: თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვიდა, რათა მშვიდობიან აქციას შეერთებოდა [ვიდეო]
ლუკა თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვიდა, რათა მშვიდობიან აქციას შეერთებოდა”, -აცხადებს ლუკა ჩხეტიას მამა.
ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ლუკა ჩხეტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახი კარვების აქციას შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული.
ლუკა ჩხეტია ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში, დონბასში იბრძოდა.

