stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

პრემიერმა გუბერნატორთან ერთად თეთნულდი და ჰაწვალი დაათვალიერა [ვიდეო]

03.02.2019 / 3 თებერვალი 2019
პრემიერმა გუბერნატორთან ერთად თეთნულდი და ჰაწვალი დაათვალიერა [ვიდეო]

2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.

“ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში ტურისტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში ასე გაიზარდა. ის პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ნამდვილად დადებითად აისახა სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე. მეტიც, თვალსაჩინოა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტების ნაკადის მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა. ის საბაგირო გზები, რომელიც თეთნულდზე ავაშენეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალის ხუთ პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 5 პროცენტია. წინ უფრო მეტი წარმატება გველის”,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.

” ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული სხვა კურორტებზე წლების წინ. ეს სივრცითი მოწყობა იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ სვანეთი შეინარჩუნებს თავის უნიკალურ არქიტექტურას და ბუნებას, მაგრამ პარალელურად აუცილებლად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

თეთნულდზე არის 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე.

სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის სათხილამურო კომპლექსი ერთდროულად 4 ათასამდე მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს, სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე იქნება.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტს ორი საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს.

საბაგიროებიდან ერთ-ერთი მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელია, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა.

ამასთანავე, მცირე ზომის საბაგიროები ფუნქციონირებს სვანეთის სოფლებში – მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში.

წინა პოსტი

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

შემდეგი პოსტი

გუბერნატორის მოადგილე თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე სათხილამურო სპორტით დაკავდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ახალი ავტობუსით გიორგი შენგელიამ მგზავრებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრა [ვიდეო]

ახალი ავტობუსით გიორგი შენგელიამ მგზავრებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრა [ვიდეო]

პრემიერმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა

პრემიერმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი – ომი და უბედურება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი – ომი და უბედურება