გიორგი გახარია – პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას
,,ჩვენ ვდგავართ ყოველთვის ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მომავალს, ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი”-ასე აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
“პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. თუმცა დავინახეთ ექსკალაციის მზარდი საფეთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი ჩვენ ვიმოქმედეთ ისე როგორც ვიმოქმედეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილებები.
შინაგან საქმეთა მინისტრი თვლის, რომ რუსთაველის პროსპექტზე დღეს საჭიროზე მეტი კარავია.აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ უწყებას ქონდა ინფორმაცია მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან შს მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა მოქალაქეების და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა.
დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავ საჭიროზე უფრო მეტ კარვებს. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. ის გააგრძელებს თავისი მოქალაქეებზე ზრუნვას. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს.
მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ, აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცია სრულად შეასრულებს თავის ფუნქციას უზრუნველყოს უსაფრთზოება მოქალაქეების და პირველ რიგში აქციის მონაწილეების. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ადამიანის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური თუ სხვა საზის ინტერესისთვის თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუზისმგებლობაა”,-აცხადებს გიორგი გახარია.



