დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ხობში

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში თოჯინების სპექტაკლის – ,,მზიურას თავგადასავალის“ პრემიერა გაიმართა, ხოლო კულტურის სახლის ფოიეში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.




