სენაკში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები ირჩევენ

დღეს, განსახორციელებელი პროექტები, მოსახლეობის კონსულტაციებისა და სოფლის კრებებებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უშაფათის, ფოცხოსა და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა.
სამ ადმინისტრაციულ ერთეულში, პრიორიტეტების გამოსავლენად გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
განსახორციელებელი პროექტების შერჩევის შედეგად, შემდეგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული: უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფლებში – უშაფათში, ლეგოგინესა და ლეკოკაიეში – შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება; ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ ფოცხოში – ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია; შამათავების უბანში – ცხაურის მოწყობა და გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; ლეგოგიე-ნასაჯუსა და სოფელ მეორე მოხაშიში – გზების მოხრეშვა-მოშანდაკება; სოფელ მოხაშიში – ლეკუბეციეს უბანში, მილხიდის მოწყობა და გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ ზანაში – გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; სოფელ ეწერში – გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და მილხიდის მოწყობა; სოფლებში – საესებუოში, საშურღაიოსა და სატყებუჩავოში – გზების მოხრეშვა-მოშანდაკება და გარე განათების სისტემის მოწყობა;
სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები 6 ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია.




