სენაკის მერმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ და გამორჩეულ სენაკელ ქალბატონებს, სენაკის საპატიო მოქალაქის სიგელები გადასცა.
სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორს, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლუარა დგებუაძეს – ხანგრძლივი, წარმატებული, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობის, მედიცინის სფეროსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს, ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, იამზე ხარებავას – მედიცინის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის; ძირძველ სენაკელს, ქალაქის კოლორიტს, ღვაწლმოსილ ქალბატონს, ზაირა ფაჩულიას – ნაყოფიერი, შემოქმედებითი, ხანგრძლივი პროფესიული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის; ძირძველ ასირიელ სენაკელს, ქალაქის კოლორიტს, ამაგდარ ქალბატონს ხანა მაზრაშვილს – საზოგადოების მსახურებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წლების მანძილზე უანგაროდ გაწეული ქველმოქმედებისთვის.
,,თქვენი განვლილი ცხოვრება და გამორჩეული ღვაწლი, თითოეული ჩვენგანისთვის, მნიშვნელოვანი და საამაყოა. გულითადად გილოცავთ დამსახურებულ წოდებას. დღეგრძელ სიცოცხლეს და წარმატებებს გისურვებთ ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.




