სენაკში, ეტლით მოსარგებლე 13 ბენეფიციარს ახალი ეტლები გადაეცა

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ეტლით მოსარგებლე 13 ბენეფიციარს ახალი ეტლები გადაეცა. ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაციის – ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ბენეფიციარებს ახალი ეტლები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მამუკა ცოტნიაშვილმა, საერთაშორისო ასოციაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებმა გადასცეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საერთაშორისო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავაც რჩება შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირებზე ზრუნვა.
სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს მსგავს აქტივობებს, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები. 2016 წლიდან, ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, სენაკის მუნიციპალიტეტს 110-ზე მეტი ეტლი გადასცა.




