სენაკში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

დასრულებულია ე. წ. საკირეს მთაზე არსებულ ჯვართან მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, ითვალისწინებდა არსებულ ტერიტორიაზე პარკინგისა და LED სანათებით გარე განათების მონტაჟს.
შესრულებული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა – საბა ოდიშარიამ, გიგა წურწუმიამ და ლევან უჩანეიშვილმა დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტი, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უწყობს ხელს, არამედ, ტურისტული და პილიგრიმული მიზიდულობის კუთხით, ახალ შესაძლებლობებს ქმნის.




