წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩაზე მოასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობს

ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩაზე მოასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობს. 4.232 კმ-იანი სამანქანე გზა სრულად რეაბილიტირდება. შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან შედგება.
პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ნიუპოვერი” ასრულებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით -2.098 026 ლარით ფინანსდება.




