„ნაციონალები” მერობის კანდიდატის ანტიქართული განცხადების შემდეგ, ვიცე-მერობის კანდიდატადაც მსგავსი განცხადებების ავტორს განიხილავს

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ სკანდალში ეხვევა. მას შემდეგ რაც ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებში ქართველები დაადანაშაულა, ამჯერად ვიცე-მერობას „ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთზე კიდევ ერთი სკანდალური განცხადების ავტორს ზვიად სიჭინავას განიხილავს.
სიჭინავამ, 2015 წელს აფხაზეთში ყოფნის დროს სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აფხაზეთი ქვეყანაა და სოხუმი მისი დედაქალაქი. რატომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ადამიანების წინ წამოწევა, ვინც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს უცნობია.
STV ფაქტის გადასამოწმებლად ანზორ მელიას დაუკავშირდა, მან კითხვის მოსმენისთანავე ტელეფონი გათიშა. ზვიად სიჭინავამ კი შემოთავაზება უარყო და ერთგვარი უკმაყოფილებაც დააფიქსირა – „თუ ასეთი კარგი ბიჭი ვიყავი მერობის კანდიდატად უნდა დავესახელებინეთ!
ზვიად სიჭინავას ვიცე-მერობის კანდიდატურას „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება მოყვა. წყარო „ნაციონალური მოძრაობიდან“ გვიყვება, რომ პარტიის მეორე ფრთა ზუგდიდის ყოფილი გამგებლის ალექსანდრე ქობალიას კადიდატურას ლობირებს და ვიცე-მერობას მას ჰპირდება.
ალექსანდრე ქობალია, რომელიც ზუგდიდში „დადულის“ მეტსახელითაა ცნობილი 2012 წლამდე მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. ალექსანდრე ქობალია სხვადასხვა კომპანიებში მსხვილი ბიზნეს აქტივების მფლობელია.




![მერობის კანდიდატის, თენგიზ ჯგუშიას მანქანა დადიანების ეზოში [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/05/collage-3.jpg)