ჩხოროწყუს მერმა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა სკოლის დირექციას და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
მერს სკოლებში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება სკოლის დირექტორებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ თათბირზე სთხოვეს. სკოლებში პრიორიტეტულად საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების, დერეფნების რეაბილიტაცია, სველი წერტილების მოწყობის, კარ-ფანჯრების გამოცვლის და გადახურვითი სამუშაოები დასახელდა.
მერმა სკოლის დირექტორებს აღნიშნულ მცირე ინფრასტრუქტური სამუშაოების ჩატარებაში დახმარება აღუთქვა. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მუნიციპალიტეტში გასულ წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 საგანმანათლებლო დაწესებულებას. სოფელ ხაბუმეში 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების N3 საჯარო სკოლა შენდება.




