,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები გრძელდება

დღეს, აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დასახლების საერთო კრებებზე, ეკის, ზანის და უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობამ გამოავლინა.
შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კრებებზე არჩევანი შემდეგ განსახორციელებელ პროექტებზე გაკეთდა:
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში:
ეკის საჯარო სკოლაში ჭაბურღილის მოწყობა;
სოფლის ცენტრალური გზის ორმულის შეკეთება;
სოფელ შრომისკარში, მილხიდის მოწყობა;
შუა ეკსა და შრომისკარში, ცხაურების მოწყობა;
სათიბი აპარატის შეძენა.
ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფლის ცენტრში, საშურღაიოს და საესებუოს უბნებში, გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფლის ცენტრში, საშურღაოს და სატყებუჩავოს უბნებში, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება; სატყებუჩავოს უბნანში, ასევე, სამი მილხიდის და ერთ-ერთ მილხიდზე, სათავისების მოწყობა;
ეწერის უბანში, ცხაურის მოწყობა.
უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში:
შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
ბიბლიოთეკის შენობის კეთილმოწყობა;
ლელაკიეს უბანში, მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა;
ლეგოგინეს უბანში, ხიდის რეაბილიტაცია;
უშაფათის საბავშვო ბაღში, კიბის ძველი საფეხურების ახლით შეცვლა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით 12 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.




