წალენჯიხაში, ყოფილი სასტუმროს შენობა აფეთქების შედეგად ჩამოინგრა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერში, სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა. გავრცელებულია ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
წალენჯიხის მერის, ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხობრობენ. მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ასევე იმყოფებიან სამართალდამცავები.




