,,ერთად კლიმატისთვის”, კლიმატის კვირეულის ფარგლებში

- კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა შეხვედრა ,,,ერთად კლიმატისთვის”. შეხვედრას გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას” თავმჯდომარე თამარ მალანია უძღვებოდა.
პრეზენტაცია ,,კლიმატის ცვლილებების გავლენა COVID 19-სა და ტურიზმზე“ ასოციაციის ტრენერმა გვანცა მალანიამ გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კლიმატის ცვლილებები და საქართველო, ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი კლიმატის ცვლილებების შერბილებასა და ადაპტაციაში.
კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს სენაკში ორგანიზებას გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეა“ უწევს. შეხვედრაში მონაწილეობა გარემოსდაცვითი სამსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
დასასრულს ფილმის ,,მზის ჩრდილოეთით“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა.




