ქალაქ ჯვარის მეორე საჯარო და წყოუშის საბაზისო სკოლებში სველი წერტილებისა და პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

- ქალაქ ჯვარის მეორე საჯარო და წყოუშის საბაზისო სკოლებში, სველი წერტილებისა და პანდუსების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გელა სალია გაეცნენ.
2020 წელს-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლაში, სადაც მთლიანად რეაბილიტირდება სველი წერტილები,საპირფარეშოები ადაპტირებული შშმ პირთათვის, ასევე ეწყობა პანდუსები.საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილიქნა თანხა-1.033 000 ლარი.




