იურიდიულ ფირმა “გეთო ფროჯექთსა” და ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

- იურიდიულ ფირმა გეთო ფროჯექთსა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სემინარებისა და ტრენინგების დაგეგმვა.
უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან იურიდიულ კომპანიაში, ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე ერთობლივად იმუშავებენ. მხარეების განცხადებით, ექნებათ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან გასვლითი საგანმანათლებლო შემეცნებითი ტურებიც. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება, სხვადასხვა ღონისძიებები თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.




