ფოთსა და ჩინეთის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„მიენიანგი ცნობილია ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მაღალი დონით.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება მრავალმხრივი თანამშრომლობა: ტექნოლოგიების, ეკონომიკის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით.
მიმდინარე წელს სიჩუანსა და საქართველოს შორის იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ მიაღწია დაახლოებით 151 მილიონ RMB-ს, რაც 68,67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
გარდა ამისა, ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა დაიწყო მარშრუტი მიენიანგიდან საქართველოში, რაც გულისხმობს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებას@ წერია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში


მსგავსი სიახლეები

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და სსიპ კოლეჯს „ფაზისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ “თავდაცვის მოხალისეს” და სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


