stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიკულტურამთავარი ამბები

ნოქალაქევში „ეგრისობის”  სახალხო დღესასწაული აღინიშნა

13.11.2024 / 13 ნოემბერი 2024
ნოქალაქევში „ეგრისობის”  სახალხო დღესასწაული აღინიშნა

12 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაული გაიმართა.

ციხე-ქალაქმა, ყველა თაობის სტუმარს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლა:

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური აიპების, საჯარო სკოლების, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ჩართულობით მოეწყო – ისტორიულ-ეთნოგრაფიული სივრცეები, გამოფენები, შემოდგომის კუთხეები, შემეცნებითი და გასართობი ატრაქციები;

აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ხელოვნების ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის დასმა წარმოადგინა თეატრალური კომპოზიცია –  ,,ეგრისის სამეფო”;

შედგა – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ქალაქის საიმიჯო კლიპის – ,,გულისფერი სენაკის’ პრეზენტაციები;

დაჯილდოვდნენ 2024 წლის საპატიო სენაკელები.

სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 13 ადამიანს მიენიჭა:

დეკანოზ იოანე კუპრეიშვილს – წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძრის კეთილმოწესეს;

გრიგოლ ბესელიას – შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკს;

მარინე აბრამიას – კულტურის სფეროს დამსახურებულ მუშაკს;

ნუგზარ ჯოჯუას – დამსახურებულ ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ღირსების ორდენის კავალერს;

თინაზი დარასელიას – სკოლამდელი აღზრდის სფეროს დამსახურებულ მუშაკს;

ომარ ძაძამიას – დამსახურებულ ექიმ-ნერვოლოგს;

ირაკლი გოგინავას – ორთოპედ-ტრავმატოლოგს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მენჯის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს;

ეკა გაბუნიას – სხვადასხვა წლებში,  ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სოციალური დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სენაკის გამგებლის მოადგილეს;

იოსებ მიხელაშვილს –  საქართველოს წარმომადგენელს ისრაელში, კოლორიტ სენაკელ ებრაელს;

არმან თოდუას – ქალაქის კოლორიტს;

ნატო გრიგოლიას – დამსახურებულ ექიმ-პედიატრს.

ნინო გეგენავას – დამსახურებულ ექიმ-რადიოლოგს;

ვახტანგ ნიკოლავას – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძვანელს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების მაგისტრს, მრავალი საკულტო სპექტაკლის რეჟისორსა და მსახიობს.

საპატიო სენაკელებს მედლები და სიგელები გადასცეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის, ხობის და ფოთის დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ; სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ.

სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

კონცერტზე გაჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები  ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.

კონცერტში მონაწილებდნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი – მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

გალა კონცერტი მსახიობს და ტელეწამყვანს, გიორგი გასვიანს მიჰყავდა.

სახალხო დღესასწაულის რეჟისურა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ,,ეგრისობა 2024-ის” სენაკის საპატიო მოქალაქეს, ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის.

,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ: სასულიერო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ვიბლიანი, რწმუნებულის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

News image 1
News image 2
News image 3
წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია

შემდეგი პოსტი

ფოთსა და ჩინეთის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა

სენაკში ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა

ეგრისობის დღესასწაული ნოქალაქევში გაიმართა

ეგრისობის დღესასწაული ნოქალაქევში გაიმართა

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა