უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა სენაკში

- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერას” მედიკოსებმა, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ მობილურ კლინიკაში, ქალბატონებისთვის – 40 წლის ასაკიდან 70 წლის ასაკის ჩათვლით, სარძევე ჯირკვლის უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა ჩაატარეს.
სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, კლინიკა ,,არქიმედეს” დირექტორთან, მარეხი ადანაიასთან ერთად გაეცნო.
,,უფასო მამოგრაფიული სკრინინგი ჩვენს ქალაქში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის, საჭირო და მნიშვნელოვანი სეგმენტია, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზთა გამო, დროულ გამოკვლევას ვერ ახერხებს. სკრინინგის შედეგად, საწყის ეტაპზე, პათოლოგიის გამოვლენა კი ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა დაავადებასთან ბრძოლაში” – აღნიშნა ნატალია ხუბუამ.




