შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ

- სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების სპეციალისტთან, მზია ბიგვავასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ექვს პირს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადასცეს.
შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა, მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის – LDS Charities თანამონაწილეობით, მეხუთე წელია რაც ხორციელდება.




