სენაკში, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

- სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, 7 კორპუსის – რუსთაველის №170, №182, №239, №241, №245, №247, №251-ში მდებარე კორპუსების გარე კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესს, დღეს, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ფაცაციამ, ამავე სამსახურის სპეციალისტებმა – გელა ჯანაშიამ და ირაკლი საჯაიამ დაათვალიერეს.
სამუშაოებს, ღირებულებით 123 098 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,პირამიდა 1” აწარმოებს.




