წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული სენაკში

- მართლმადიდებლური სამყარო, კაცთა შორის სიწმინდით აღმატებული ქრისტეს წინამორბედის და წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს. სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურღია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.
სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, წირვას ესწრებოდნენ – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი, კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე, დავით მიქავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კოტე ბასარია.
წირვის ბოლოს, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.




