ჩხოროწყუში მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ავღანელთა კავშირის წევრებს და მარტოხელა ხანდაზმულებს სასურსათო კალათა სახლში მიუტანეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ნობათი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აღნიშნული კატეგორიის 1000-მდე ჯახმა უკვე მიიღო. სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება.




