ჩხოროწყუში, მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო კალათა მიუტანა.
ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2500 -ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.




