მარტვილში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც რუსთავში მეზობელი დაჭრა

რუსთავაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა დანით მეზობელს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულს, პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტში, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემთდეგ დააკავა.
შსს-ს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს




