მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების პრობლემა მოგვარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის წინაშე მდგარი, ათწლეულების მანძილზე არსებული, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების მწვავე პრობლემა, მოგვარდა.
დღეს, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ცაგურია გაეცნენ.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 667 052 ლარს შეადგენს, შპს ,,საქუოია“ ახორციელებს. წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, აზიანებდა საკარმიდამო ნაკვეთებს. ადიდებულმა მდინარემ, არაერთხელ, დააზიანა ბორანი, რის შედგადაც, გარესამყაროს 14 ოჯახი მოწყდა.
ნაპირსამაგარი სამუშაოებისა და ამორტიზირებული ბორნის ახლით შეცვლის პარალელურად, დაგეგმილია, ბორნისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 635 000 ლარს შედგენს.




