სენაკის მერიაში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელბული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობის პროცესი. ხაზი გაესვა, მოსალოდნელ გამოწვევებზე მუნიციპალიტეტის რეაგირების მაქსიმალურ მზაობას.




