ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის შესაბამისად კეთილმოეწყო სამი ოთახი და შეიცვალა ელექტროსისტემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14000 ლარი შეადგინა.
წელს, თორსაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოეწყობა.
2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა ორი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ საბავშვო ბაღს.




