ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრმა საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება დაიწყო

ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრმა საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება აღმაშენებლის ქუჩიდან და რუსთაველის რკალიდან დაიწყო.
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი კერძოდ, „სამუშაოების ფარგლებში მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება, მწვანე საფარის განახლება, ნიადაგის დამუშავება დარგვითი სამუშაოებისათვის. გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს მოთიბვითი სამუშაოების მასშტაბურად განხორციელებისათვის მზადება .




