,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 193 პროექტი შეირჩა, რისთვისაც 738 000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, 16 000 ლარი გამოეყო.
მოსახლეობამ თავად განსაზღვრა სოფლის პრიორიტეტები:
საკოხიოს უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სოფლის ცენტრალურ გზაზე – გარე განათების ქსელის მოწყობა
საკუპრეიშვილოს უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
გეჯეთის საბავშვო ბაღის ატრაქციონით აღჭურვა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
საოჩიგაოს უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 6 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.




