მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 83 450 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შაკო+“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ. ამბულატორიების მშენებლობა კიდევ ნაკიფუს, ჩქვალერისა და ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს. მედანში, ნაკიფუსა და ჩქვალერში.
ამბულატორიების მშენებლობა რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება, ფახულანში კი მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“-ს დაფინანსებით ხდება.




