სენაკის მერიის წარმომადგენლები უხუცეს ჟურნალისტებს სტუმრობდნენ

სენაკის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს, გაზეთ ,,კოლხეთის რედაქტორს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, რეზო ჯანჯღავას და დამსახურებულ ჟურნალისტს ლამარა გადელიას პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა.
,,სენაკის ჟურნალისტიკის ისტორიაში ფასდაუდებელია თქვენი ამაგი. ათწლეულების მანძილზე თქვენს მიერ გაკვალული გზა და ტრადიციები გრძელდება. დღეს უხუცეს ჟურნალისტებთან ჩვენი სტუმრობა დასტურია დიდი პატივისცემისა თქვენს მიერ გაწეული ღვაწლის მიმართ, რომელსაც თაობები სათუთად გაუფრთხილდებიან“ – აღნიშნა გრიგოლ ბაღათურიამ.



