,,არავინ დატოვო მიღმა” – დაუნის საერთაშორისო დღე სენაკში

,,ჩვენ, მეგობრები, ქრომოსომებს არ ვითვლით“ – ამ სიტყვებით მიესალმნენ და უმასპინძლეს ,,მზის შვილებს“ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ, მერიის თანამშრომლებმა.
დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, გამორჩეულად თბილ და უმანკო არსებებს, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ამ ამაღელვებელი შეხვედრის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და გასართობ ცენტრ ,,ზოოლენდის“ ანიმატორებმა ,,მზის შვილებს“ და ცენტრ ,,ლაზარეს“ აღსაზრდელებს სახალისო და სიყვარულით სავსე გარემო შეუქმნეს.
დასასრულს, სიცოცხლის და სიყვარულის სიმბოლოდ, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ნაძვის ნერგები დაირგო.




