დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე და თამაშგარეთ დარჩენილი “ევროპული საქართველო”

,,ევროპული საქართველოს” თამაშგარე მდგომარეობა ზუგდდიდში, “არჩევნები მოახლოებასთან ერთად”, სულ უფრო იძაბება მდგომარეობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში, ევროპული საქართველოს წარმომადგენლების უკმაყოფილებამ უკვე პიკს მიაღწია, ისინი უკმაყოფილო არიან, რადგან სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიაში მათი როლი მწირზე მწირია, პარალელუად მიმდინარეობს კონსულტაციები “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციასა და “ევროპული საქართველოს” ცენტრალურ ოფის შორის, ზუგდიდში მერობის კანდიდატად ბათლომე შელიას ან ლელა ქებურიას წარდგენაზე.
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ხვდებიან რომ ,,ართ ქობალ ქომუჩი“ და ,,დიდოუ ნანა“ არაა საკმარისი არჩევნებში გამარჯვებისთვის და ითხოვენ რომ ისინი იყვნენ ჩართული მაქსიმალურად სანდრას საარჩევნო კამპანიაში თუმცა მიმდინარე პრობლემების ფონზე, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების ამბიციების დაკმაყოფილებისთვის არავის ცალია…
იმ ფონზე რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაარღვია “ევროპულ საქართველოსთან” შეთანხმება და საკუთარი კანდიდატი დააყენა მარნეულში, “ევროპული საქართველოს ლიდერებმა” პარტიის გამგეობაზე დააყენეს საკითხი ზუგდიდში საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე, სწორედ ამის გამო ეძებდა საკონფერენციო დარბაზ წინა კვირას ბათლომე შელია….-აცხადებს კონფედენციალური წყარო.
“ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დაპირისპირება ალბათ არც არაფერია წითლიძე-ქობალიას კლანებს შორის ფარული დაპირისპირების ფონზე.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ჟოზეფ ბორელი: სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად. კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის


