ლელა წურწუმია – აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას და ქათმებს

ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია საცხოვრებლად სოფელში გადადის. წურწუმია თვლის, რომ ქვეყანას სოფლის მეურნეობა გადაარჩენს. ამის შესახებ მან შორენა ბეგაშვილის გადაცემაში განაცხადა. მომღერლის განცხადებით, ის აუცილებლად გააკეთებს ფერმას, თავად დაბარავს, მოთოხნის და ა.შ.
“ძალიან მაინტერესებს სოფლის მეურნეობა. მეცხოველეობა. ბაბუაჩემი იყო ზოოტექნიკოსი, აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას, ქათმებს. თვითონ დავბარავ, მოვთოხნი, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი არის სოფლის მეურნეობა. მე შეიძლება დილეტანტი ვარ ამ თემაში, მაგრამ ასე ვფიქრობ. 50 წლის ვარ და მახსოვს სოფელი კვებავდა ქალაქს“, – განაცხადა წურწუმიამ.
მომღერლის განცხადებით დღეს ქართული სოფლები დაშლილია, რომელსაც შველა და პატრონობა სჭირდება.
„დღეს სოფელი დაშლილია, ტყუილად არის ამდენი მინდორ-ველი. ჩვენ თუ სოფელში დავაბრუნებთ ხალხს დამიჯერეთ ბევრად კარგად ვიქნებით. ამდენი ონკო დაავადება რომელიც არის, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი რასაც ვლაპარაკობ“, – განაცხადა ლელა წურწუმიამ გადაცემაში.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში შტაბი გამიხსნა, გახსნაზე არ მივიდა მათი დარჩელის ლიდერი და სოფლის მოსახლეობა – 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს!
საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ლელა წურწუმია შესანიშნავ ფორმაშია


