ხობში, ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა

- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტოიოტას ფირმის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სენაკიდან ზუგდიდში მიმავალმა მანქანამ გაიტანა.
გარდაცვლილი ხობში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლეა შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




