აბაშაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

- აბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე 69 წლის მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეხაჯახა, რა დროსაც, ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც STV NEWS-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




