ზუგდიდის მერიის ყოფილ თანამშრომელს ძალადობაში ადანაშაულებენ

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი, (მერიის კურიერი) ძალადობდა საკუთარ მეუღლეზე, რომელიც ახლა წალკაში, მშობლებთან იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბადრი შუბითიძესთან ერთად მის მეუღლეზე ძალადობდნენ ოჯახის სხვა წევრებიც. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი შუბითიძის მეუღლის ნათესავმა გამოაქვეყნა, რომელმაც მოუწოდა მედიას, შესაბამის ინსტანციებს, საზოგადოებას ამცნონ ფაქტის შესახებ და გააკეთონ შესაბამისი შეფასებებიც.
“დარინა ბოლქვაძე არის სმენადაქვეითებული. ის სასმენი აპარატით ისმენდა მხოლოდ და ეს აპოარატიც გაუტეხეს ცემისგან. შეისწავლეთ და მოიკვლიეთ დარინა ბოლქვაძის მდგომარეობა”,-წერს ძალადობის მსხვერპლის ერთ-ერთი ნათესავი სოციალურ ქსელში.
ახალი ამბების სააგენტო STV NEWS ზუგდიდის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ ბათრი შუბითიძე 27 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა. ამჟამად კი ის მერიის თანამშრომლად არ ითვლება, რადგან ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ სამსახური დატოვა.
პირმა რომლის მიმართაც შესაძლო ოჯახურ ძალადობაზე ინფორმაცია გავრცელდა ზუგდიდის მერიას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყევეტაზე მიმართა
ბადრი შუბითიძე, რომლის მიმართ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული სამსახურიდან წავიდა. შუბითიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კურიერის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ:
,,ბადრი შუბითიძე დასაქმებული იყო ზუგდიდის მერიაში შტატგარეშე თანამშრომლად შრომითი ხელშეკრულებით, ის საკურიერო მომსახურებას ეწეოდა. მიმდინარე წლის 17 აგვისტოდან იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში. როგორც კი სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია მისი მხრიდან შესაძლო ოჯახურ ძალადობაზე, ის გამოცხადდა სამსახურში და დატოვა პირადი განცხადება შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და გათავისუფლების შესახებ” – განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.





