ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ოდიშში – დაშავებულია 7 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში.არსებული ინფორმაციით, ზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსს საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, 1 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


